რეგისტრაცია
რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით
წარმატებით გაიგზავნა

ან გაიარე რეგისტრაცია

რეგისტრაცია რეგისტრაცია

საქართველოს ნაკრების შეკრება სამმა კალათბურთელმა დატოვა

კალათბურთი
თარიღი: 23.08.25

ევრობასკეტის დაწყებამდე ზუსტად 1 კვირა არის დარჩენილი. საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველ მატჩს 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპს გადის. ჩვენი გუნდი ბოლო ამხანაგურ მატჩს 21 აგვისტოს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ალეკსანდარ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების განაცხადი 3 მოთამაშით შეამცირა. ეროვნულ გუნდს : სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი და გიორგი სულაბერიძე გამოაკლდა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებში 12 კალათბურთელია, მაგრამ შეგახსენებთ რომ “ჯვაროსნებს” კვიპროსში კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდებათ. ამიტომ, ჯიკიჩი ევრობასკეტის დაწყებამდე კიდევ ერთ კალათბურთელს უნდა შეელიოს და ევრობასკეტის განაცხადში 12 მოთამაშე შეიყვანოს.

ბოლო სპარინგ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, სანდრო მამუკელაშვილს. მიკრო ტრავმის გამო, სამწვრთნელო შტაბმა არ გარისკა და სანდრო დაასვენა. დაზიანება მძიმე არ არის და დიდი ალბათობით მამუკელაშვილს პარკეტზე ხვალაც ვიხილავთ.