ჯონ ვოლმა საკალათბურთო კარიერა დაასრულა
34 წლის ასაკში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თანამოდროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ტალანტმა, ჯონ ვოლმა კარიერა დაასრულა.
ტრავმების გამო, ვოლმა მისი შესაძლებლობების 20% ვერ მიაღწია ყველაზე დიდ საკალათბურთო ლიგაში და კარიერაც ნაადრევად დაასრულა. მის დიდ ტალანტს ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2010 წლის დრაფტზე ის პირველი რაუნდის - პირველი პიკი გახლდათ.
კარიერის განმავლობაში ჯონმა ვაშინგტონ ვიზარდსში, ჰიუსტონ როკეთსში და ლოს ანჯელეს კლიპერსში ითამაშა. გულშემატკივარს კი, ყველაზე მეტად თავი ვაშინგტონიდან დაამახსოვრა.
ვოლმა ზედიზედ 5-ჯერ დაიმსაუხრა NBA ALL-STAR ზე თამაში.
3-ჯერ მოხვდა წლის მესამე სიმბოლურ გუნდში.
2015 წელს მოხვდა მეორე დაცვით ხუთეულში.
2011 წელს მოხვდა საუკეთესო ახალწვეულების პირველ ხუთეულში.
2014 წელს კი, ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა.