ამერიკის ღია პირველობა ქართველების გარეშე
ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში შეჯიბრებას ორივე ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა.
ვაჟთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგის 228-ე ნომერთან, შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰასლერთან წააგო ორ სეტში - 6:7, 5:7.
ქალთა შორის ეკატერინე გორგოძე, რომელიც რეუტინგში 226-ეა ბრიტანელ ფრანჩესკა ჯოუნსთან დამარცხდა - 1:6, 6:7.