რეგისტრაცია
რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით
წარმატებით გაიგზავნა

ან გაიარე რეგისტრაცია

რეგისტრაცია რეგისტრაცია

ᲠᲝᲜᲐᲚᲓᲘᲜᲘᲝᲡ ᲞᲠᲝᲒᲜᲝᲖᲘ - ᲕᲘᲜ ᲛᲝᲘᲒᲔᲑᲡ "ᲡᲙᲣᲓᲔᲢᲝᲡ"

ფეხბურთი
თარიღი: 04.04.22

ლეგენდარულმა რონალდინიომ La Gazzetta dello Sport-თან იტალიის ჩემპიონობისთვის მიმდინარე რბოლა შეაფასა:

"მილანს" დღემდე ვქომაგობ და სერია ა-ს მუდამ ყურადღებით ვაკვირდები. ვფიქრობ,  წელს სკუდეტოს მოგება ძალიან რეალურია და ვნახოთ, რომ ეს მათემათიკური სიზუსტითაც დადასტურდება.

მართალია, "მილანს", რომელშიც მე ვთამაშობრი, ძალიან ბევრი შესანიშნაბი ფეხბურთელი ჰყავდა. ახლაც არის რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, მაგრამ მთავარი კონცეფცია გუნდურობაა, რასაც ძლიერი სამწრთვნელო ტაქტიკა. ამიტომ, როგორც ჩვენ მაშინ, "მილანი" დღესაც დიდ საქმეს აკეთებს.

იბრა ჩემი მეგობარია. ის კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და "მილანს" მაქსიმალურად ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ 40 წლისაა. ასეთ ასაკში სკუდეტოს მოგება ულამაზესი ისტორია იქნება, როგორც "როსონერისთვის", ასევე ზლატანისთვის.

ჩემთვის იტალიური ფეხბურთი მაინც ლამაზია. შესაძლოა აქ, წარსულივით დიდი ვარსკვლავები აღარ არიან, მაგრამ სერია ა ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგა, ტაქტიკურად ძალიან ძლიერი და მომზადებული გუნდებით".