ვის როგორი შანსი აქვს - დარჩენილი გზა ჩემპიონობამდე
მას შემდეგ, რაც "ინტერი" გადადებულ მატჩში "ბოლონიასთან" დამარცხდა, სერია ა-ს 2-ქულიანი უპირატესობით ერთპიროვნულად "მილანი" ლიდერობს.
წინ კიდევ ოთხი ტურია და "მილანს" უფრო რთული კალენდარი აქვს: "ფიორენტინა", "ვერონა", "ატალანდა" და "სასუოლო" ეცდებიან "როსონერის" სკუდეტომდე მიმავალი გზა გაურთულონ.
რა მოხდება თუ მილანური გუნდები გათამასების ბოლოს ერთნაირ ქულებს მოაგროვებენ?
სერია ა-ში თანაბარ ქულებზე პირველ რიგში ყურადღება ექცევა ურთიერთშეხვედრებში დაგროვებულ ქულებს, თუ აქაც თანაფარდობაა - მაშინ ურთიერთშეხვედრებში გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობას, აქაც ერთნაირი მაჩვენებლების შემთხვევაში კი - ზოგადად გოლების სხვაობას.
თუ "მილანი" და "ინტერი" თანაბარი ქულებით დაასრულებენ ჩემპიონატს, ჩემპიონები "შავ-წითლები" გახდებიან, რადგან სერია ა-ს ამ სეზონში "როსონერიმ" "ნერაძურის" ერთი მატჩი მოუგო (2:1), მეორე კი ფრედ დაასრულა (1:1).