რეგისტრაცია
რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით
წარმატებით გაიგზავნა

ან გაიარე რეგისტრაცია

რეგისტრაცია რეგისტრაცია

ხვიჩა საყოველთაო ყურადღების ქვეშ და ქართული კლასიკო - ეროვნული ლიგა

ფეხბურთი
თარიღი: 29.04.22

დღეს, 29 აპრილს, ეროვნულ ლიგაში მე-2 წრე დაიწყება. ორი შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

ჩემპიონატის ლიდერი ბათუმის "დინამო" ბოლნისის "სიონს" ესტუმრება. მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა, ბათუმელთა ერთ-ერთ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ყურადღება (transfermarkt-ზე "ძებნაში" მე-2 ადგილზეა) გაზრდილია. "კვარა" კარგ ფორმაშია და უჩა სოსიაშვილის გუნდის 4-მატჩიან წაუგებელ სერიას სერიოზული საფრთხე ემუქრება.

ბათუმელებმა გატანა ყველა ტურში შეძლეს. გია გეგუჩაძის გუნდის მატჩებში საშუალოდ 3.3 გოლი გადის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ჯოვინო ფლამარიონი შესანიშნავ ფორმაშია (9 გოლი, 2 საგოლე პასი). სავარაუდოდ, ზურიკოდავითაშვილმა "დინამოში" უფრო მეტი დრო უნდა მიიღოს.

"თამაზ სტეფანიაზე" შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.

მე-10 ტურს ქართული კლასიკო დახურავს - ერთმანეთზე ცუდ ფორმაში მყოფი პრინციპული მეტოქეები, ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ურთიერთობას "რამაზ შენგელიაზე" გაარკვევენ.

კახა ცხადაძის გუნდს ბოლო 4 შეხვედრაში არ გაუმარჯვია (მარცხი და 3 ფრე) და მე-4 ადგილს იკავებს. ქუთაისელებს კი, მრისხანე შეტევის მიუხედავად, გოლის გატანა უჭირთ - 9-დან 5 მატჩში ეს საერთოდ ვერ შეძლეს. პირველ წრეში "დინამო არენაზე" მასპინძლებმა 4:0 იმარჯვეს, ახლა კი უფრო დაძაბულ დაპირისპირებას ველით.

შეხვედრა 21:00 საათზე აიღებს სტარტს და მას არსენ ნონიკაშვილი განსჯის.

ტურის სხვა მატჩები: 16:00 სთ - "გაგრა"- "დილა", "სამგურალი" - "საბურთალო", 20:00 - "თელავი" - "ლოკომოტივი".