ჩაკვეტაძე "სლოვანში" და ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ - მოსალოდნელი ტრანსფერი
სპორტულ გვერდ 90 min-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" ითამაშებს, მხარეებს შორის ყველა დეტალი მოგვარებულია. გარიგების ტიპი ჯერჯერობით, არ ხმაურდება.
შეგახსენებთ, გიორგი ბელგიურ "გენტს" ბოლოს გერმანულ "ჰაბურგში" იჯარით ჰყავდა გაშვებული.
რაც შეეხება "სლოვანს", მოგეხსენებათ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ბათუმის "დინამოს" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. შეხვედრები 6 (ბრატისლავაში) და 13 ივლისს (ბათუმში) შედგება.
ასე რომ, შესაძლოა, კაშიასა და კანკავასთან ერთად, ქართული კლუბის წინააღმდეგ ჩვენმა კიდევ ერთმა თანამემამულემ ითამაშოს.