რეგისტრაცია
რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით
წარმატებით გაიგზავნა

ან გაიარე რეგისტრაცია

რეგისტრაცია რეგისტრაცია

დაპირისპირება „ბარსელონაში“: ლევანდოვსკის და ფატის გასახდელში უთანხმოება ჰქონდათ

ფეხბურთი
თარიღი: 06.03.23

ესპანური AS-ის ინფორმაციით, ევროპის ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განცდილი მარცხის შემდგომ, გასახდელში ერთმანეთს კატალონიელთა ფეხბურთელები რობერტ ლევანდოვსკი და ანსუ ფატი დაუპირისპირდნენ.



გავრცელებული ინფრომაციით, ლევანდოვსკიმ ახალგაზრდა ესპანელის წინააღმდეგ უკაყოფილება პირველად მოედანზე გამოხატა, როდესაც მისი მისამართით ჩაწოდებულ ბურთს სწორედ ფატი გამოეხმაურა.

მოთამაშეებს შორის უთანხმოება გასახდელში გაგრძელდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ლევანდოვსკი ეთიკის ნორმების ფარგლებში აძლევდა ახალგაზრდა ესპანელ შემტევს შენიშვნებს. მან ფატის მიუთითა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იგი პოლონელს სახიფათო მომენტის შემქნის დროს წინ გადაეღობა.

ევროპის ლიგის განმეორებითი 1/16 ფინალური შეხვედრა „ბარსელონამ“ 1:2 წააგო. გოლი სწორედ ლევანდოვსკიმ, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თუმცა მეორე ტაიმში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თამაში შემოაბრუნა და მომდევნო ეტაპზე სწორედ ინგლისური გუნდი გავიდა.