რეგისტრაცია
რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით
წარმატებით გაიგზავნა

ან გაიარე რეგისტრაცია

რეგისტრაცია რეგისტრაცია

ჰაიდენჰაიმი ვოლფსბურგთან დამარცხდა - ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო

ფეხბურთი
თარიღი: 23.08.25

ბუნდესლიგის პირველ ტურში, ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა შინ ვოლფსბურგი მიიღო და 1:3 დამარცხდა.

ანგარიში სტუმრებმა მე-20 წუთზე გახსნეს. თავი ანდრეას სკოვ ოლსენმა გამოიჩინა. წონასწორობა 29-ე წუთზე აღდგა. ამჯერად ლეო სკიენზა იყო შედეგიანი. ვოლფსბურგი 66-ე წუთზე მატიას სვანბერგის გოლით კვლავ წინ გავიდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი, 87-ე წუთზე მუჰამედ ამურამ დააფიქსირა.

მასპინძლების რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე. ბუდუმ მოედანზე 70 წუთი დაჰყო. sofascore-ის მონაცემებით ქართველმა 6.7 შეფასება მიიღო.

ჰაიდენჰაიმი შემდეგ ტურში ლაიპციგს დაუპირისპირდება. მატჩი 30 აგვისტოს, რედ ბულ არენაზე გაიმართება.