ლუის სუარესი: მინდა კარიერა მესისთან ერთად დავასრულო
ლუის სუარესმა განაცხადა, რომ კარიერის ლეო მესისთან ერთად დასრულება სურს.
მინდა მე და მესიმ კარიერა ერთად დავასრულოთ. ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამის შანსი აუცილებლად გვექნება.“ - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს The Touchline სოციალურ ქსელ X-ში.
მესი და სუარესი თავდაპირველად ერთად ბარსელონაში 2014-20 წლებში თამაშობდნენ და ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს. 2023 წლის ბოლოს იგი ინტერ მაიამის ფეხბურთელი გახდა და კვლავ მესის თანაგუნდელია.